1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!”-ბერა ივანიშვილის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

ბერა ივანიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება:

Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!
გუშინ ჩვენს ქვეყანას მუსიკის (კერძოდ ჰიპ-ჰოპის დარგში) კიდევ ერთი ექსპერტი მოევლინა. მართალია, ის კლიპსა და სუბტიტრულ სიმღერას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მაგრამ, მერე რა?!
ჩემს სულიერებაშიც დიდი ეჭვი შეიტანა ოდესღაც ეკლესიების დამრბევმა და რწმენაზე მოქილიკემ – ესეც შევუნდოთ!
მე კარგად მესმის, რამდენად რთულია, აუხსნა სმენის არმქონე ადამიანს , რას ნიშნავს სიჩუმე, ან უთხრა უსინათლოს, როგორია სიბნელე. ამიტომაც ამ კაცს და მის თანამოაზრეებს არაფერს ავუხსნი, თუმცა ის ისეთ თემას შეეხო, რომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება განვუმარტო.
ჩემს ოჯახს ბევრი ახალი ეკლესიის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ასობით ძველი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი. მთელი ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლურ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებებით ცხოვრობს და, ამასთანავე, უდიდესი პატივისცემით ექცევა ყოველი ადამიანის მრწამსს.
ასე რომ, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ამ ადამიანს თავისივე მხარდამჭერების სიტყვებით მივმართო: Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები