2 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ქვების სროლა რომ მიზანი იყოს ვერავინ დამასწრებდით” – თათია სამხარაძე

ყოფილი ტელეწამყვანი თათია სამხარაძე Facebok- ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ბრძოლის მეორე მხარესაც შეიძლება აღმოჩდნენ ხოლმე შეცდომით ადამიანები. დიდი წერილი მქონდა გამზადებული, მაგრამ გავიღვიძე და სხვა ამბები დამხვდა და მოკლედ ვიტყვი რომ, ქვების სროლა რომ მიზანი იყოს ვერავინ დამასწრებდით. კომენტარებში ბევრგან ვიკამათე ამ თემაზეც. 

თუმცა ხშირად იდეა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარ პატივმოყვარეობაზე ფიქრი და ჩასაფრებულის პოზიციიდან სხვისი ადამიანური სისუსტეების განსჯა. პირადად მე, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი რომ მეგობრული გრძნობები და სიყვარული ღირებულებათა ღეძს ჩამოუშლიდა ჩემთვის აქამდე საპატივსაცემო ადამიანებს, ბრძოლის აქეთ, თუ იქით მხარეს და ასეც მოხდა. 

ასე რომ არ მომხდარიყო ვიფიქრებდი რომ არც არასდროს ქონიათ ღირებულებები და პრინციპები მეთქი, ხოდა აქვთ და ეხლა ამ ბოდიშების მიღებასაც სულგრძელობა ჭირდება და ყველამ უნდა შეძლოს და მიიღოს. წამოსაძახებელი სხვაც ბევრი პოლიტიკური მიზეზი გვექნება ოდესმე, მაგრამ ადამიანური ტკივილებით სპეკულირება აღარ უნდა გაგრძელდეს".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები