2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინმა ამომრჩეველთა 76%-ზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა. 

პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. 

„მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის“, - განაცხადა პუტინმა. 

მეორე ადგილზე "კომუნისტური პარტიის" კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები