0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

სამეცნიერო კონფერენციაზე გაფანტული სკლეროზის ინოვაციური მკურნალობის საშულებებზე იმსჯელეს

   საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარე ახალი და ინოვაციური პრეპარატი ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) შემოდის. ის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული  თარაპიაა, რომელიც გამოიყენება პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. სწორედ, აღნიშნული დაავადების  ინოვაციური მკურნალობის საშულებებზე იმსჯელეს სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც კომპანია როშე ჯორჯიას ეგიდით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდა სპეციალური სტუმარი შვეიცარიიდან მედიცინის დოქტორი, კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის და ნეიროპათოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუდვიგ კაპოში. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.

ოკრევუსი წარმოადგენს ახალ სიტყვას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პრიველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. 

კონფერენციის ორგანიზატორების განმარტებით ახალი პრეპარატი დაავადების პრგრესირებას მკვეთრად ამცირებს. სპეციალისტების განმარტებით დაავადება ძირითადად ახალგაზრდა ქალებში 20-40 წლამდე ვლინდება, თუმცა საქართველოში მოქალქეები სრულფასოვან მკურნალობას ვერ ახერხებენ, რადგან მედიმაკემენტები საკმაოდ ძვირადღირებულია და მას არც სახელმწიფო და არც სადაზღვეო კომპანიები არ აფინასნებენ.

არასრული სტატისტიკით საქართელოში გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 1100 პაცინეტს აქვს. პრობლემა არის ის, რომ ის ემართება ძირითადად ახლაგაზრდებს 20 დან 40-მდე ადამიანებს და უპირატესად ქალბატონებს. ქალბატონები მთელს მშოფლიოში ბევრად უფრო ხშირად ავადდებიან ამ დაავადებით. ბოლო 20 წელიწადი მსოფლიომ ამ დაავადების წინააღდეგ რომ იტყვიან ხელჩართული ბრძოლა გამოაცხადა, გამოჩნდა უამრავი პრეპარატი, რომლებიც ამ დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს. დღეს წარმოდგენილი პრეპარატი, არის ახალი სიტყვა ამ დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს პაციენტები სრულყოფილად/სრულფასოვან მკურნალობას ვერ იღებენ, რამეთუ ეს პრეპარატები ძალიან ძვირადღიებულია თვეში სულ მცირე 1000 ლარის ღირებულების მდიკამენტია საჭირო და მათ დაფიანსებას სამწუხაროდ არ უზრუნველყოფს არც სახელმწიფო და არც სადაზღვეო კომპანიები. ეს არის ჩვენი ყვეყნის რეალობა. რომელიც 1100 პაციენტია, ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. ის ვლინდება ხელფეხის დაბუჟებით, გადაადგილების შეღუდვით, მხედველობის დაკარგვით. მერე გაივლის და ისევ მეორდება. ეს პრაპრატები ამ შეტევის განმეორებას უშლის ხელს. შეჩერებაზე პრაქტიკულად არ არის საუბარი, თუმცა დაავადების პროგრესირებას მკვეთრად ამცირებს. მთელს მსოფლიოში ეს პრეპრარტები ფინასდება ან სახელმწიფოს მხრიდან ან სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ძალიან მნშვნელოვანია ამ დაავადების მკურნალობა ფინასდებოდეს, რადგან ეს ეხება ახალგაზრდებს შვილოსნობის ასაკის მოქნე ქალბატონებს,” - განმარტავს თბილიისსახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ნერვოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე.

„ოკრევუსი მკურნალობის ახალი არჩევანია. პაციენტებს, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების და უნარშეზღუდულობის უფრო სწრაფი პროგრესირება, პირველად მიეცემათ  საშუალება ჩაიტარონ მკურნალობა მაღალეფექტური პრეპარატით.  ოკრევუსი არის შთამბეჭდავი  სიახლე  გაფანტული სკლეროზის მკურნალობის  ორივე ფორმის  დროს. აღნიშნულმა თერაპიამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრება,“ - ითქვა კონფერენციაზე.

სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ოკრევუსის აქტიური ინტეგრაცია გაფანტული სკლეროზის  მკურნალობის რეკომენდაციებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს გახდის ქართველი პაციენტებისათვისაც.

ჩვენ ვიმდოვნებთ, რომ ამ პრერატით მკურნალობა სრულია შეცვლის პაციენტის და მათი ოჯახების მდგომარეობას. რა თქმა უნდა ინოვაციური პრეპარატის შექმნა ძლიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენი კომპანიისთვის ძალზედ მნიშველოვანია ის რომ იყოს ხელმისაწვდომი პაცენეტებისათვის, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ყველა დონეზე ყველა ორგანიზაციასთან, რომ ეს პრეპრატი ხელმისაწვდომი იყოს პაცინეტებისთვს,” - აღნიშნავს  როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი, ნინო განუგრავა.

ცნობები გაფანტული სკლეროზის შესახებ

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში. არსებობს დაავადების რამოდენიმე ფორმა.

·         რეციდიულ-რემისიული ფორმა -  ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამოდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.

·         მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.

·         პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება,  დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თერაპიული საშუალებები ხშირად  არასაკმარისად ეფექტურია დაავადების აქტივობის და  პროგრესირების შემცირების თვალსაზრისით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები