2 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ინგა გრიგოლია- ,, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო“

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იბერიას” და  ლიზა ვადაჭკორიას მიმართავს.


"ტელეკომპანია “იბერია” -ასე, ღიად მოგმართავთ და მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მანდ მუშაობთ. რაც მე თქვენი ტელევიზია მირეკლამებია, რამდენი მხარდაჭერაც და სიყვარულიც თითოეული თქვენგანის მიმართ ღიად გამომიხატავს, იმის ღირსი ვიყავი, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ზნედაცემული ადვოკატი ზაქარეიშვილი, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო, ეს კაცი პირდაპირ ეთერში დაგესვათ და მარიამის ქორწილზე გელაპარაკებინათ? ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო თქვენ. მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა. ყოჩაღ Liza Vadachkoria გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები