0 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს

ჩამოტვირთვა

გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. იტალიაში დაკავებულების ადვოკატებს ან მათი ოჯახის წევრებს ქვეყანაში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

იტალიური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან ქართველების დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში 85 სახლი და ოფისი გაქურდა.

დაკავებულებს ქალაქ ტურინში სპორტული კლუბი ჰქონდათ, სადაც ისინი ასევე საკეტების და სეიფების გახსნაში ვარჯიშობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები