0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცი, რომელსაც თემქაზე ესროლეს თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ჩამოტვირთვა

"კურიერმა" თემქაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში თვითმხილველის ხმა ისმის, რომელიც იარაღზე საუბრობს.

ზვიად ლურსმანაშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში და ფეხზე საძილე არტერიასთან.

თავდასხმის დროს ლურსმანაშვილთან ერთად მისი მეგობარი, მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი იმყოფებოდა. ის პოლიციაში დაკითხეს, ხოლო ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ მომღერალი სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა თიკო მოსემღვდლიშვილის დედა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებულს თან იარაღი ჰქონდა, რითაც რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა დაიჭრა თუ არა თავად თავდამსხმელი, უცნობია. 

ზვიად ლურსმანაშვილს გადაუდებელი ოპერაცია თემქის მე-5 საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრილის მოსანახულებლად საავადმყოფოში შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

თავდასხმის მოტივებზე ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. ფულის გამო თავდასხმის ვერსიას დაშავებულის მამა გამორიცხავს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები