1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6154 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6154 ლარი გახდა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6154 ლარია. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.5887 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0267 ლარი შეადგინა. 

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7713 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7474 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0239 ლარი შეადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები