1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოფილი პოლიციელი ავტომატით ჩაცხრილეს - რას ყვებიან თვითმხილველები

ჩამოტვირთვა

თელავში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა აბულაძეს ავტომატიდან საკუთარ სახლთან ესროლეს. 36 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 

აბულაძის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა შესაძლოა  გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავის ყველა გასასვლელი კონტროლდება, საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რეიდს ახორციელებს.

თელავში მუშაობს კურიერის გადამღები ჯფუფი და დეტალები გაიგეთ უკვე დილის კურიერიში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები