1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყაჩაღობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ, 1998 წელს დაბადებული უშანგ კ, 1998 წელს დაბადებული გია გ. და 1999 წელს დაბადებული ანზორ ფ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტყიბულში დააკავეს. ოთხივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები