0 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა

საქართველოში 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს, რომელიც არაერთი მძიმე დანაშაულისთვის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრალდებულმა საზღვარი 2023 წლის აპრილში გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

“დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე”, – აცხადებს უწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები