1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დღისით მზისით მოხდა ყველაფერი, გვერდზე არის ტელევიზია და პოლიცია"- კოსტავას ქუჩაზე ჩინური რესტორანი გაქურდეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩინური რესტორანი გაქურდეს. როგორც ირკვევა, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები, აქსესუარები და ფულადი თანხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

„9-ის 20 წუთზე, როგორც კამერებში ვნახეთ გატეხეს რესტორანი, შემოვიდნენ, წაიღეს ძვირადღირებული სამუშაო ტექნიკა, თანხის ოდენობა დადგინდება დროთა განმავლობაში. ორი ადამიანი ჩანს, რომელიც ჩამოდის, კაპიშონი ახურავს და სამედიცინო ნიღაბი უკეთია, რომლებიც ასე ვთქვათ მუშაობენ ამ საქმეზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასრულწლოვნები არიან. ძალიან მიკვირს, რომ 9-ის ნახევარზე, დღისით მზისით მოხდა ეს ყველაფერი. გვერდზე არის ტელევიზია, გვერდზე არის პოლიცია 50 მეტრში, “ - განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები