1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თავში "უგოლნიკი" ჩაარტყეს - 9 წლის გოგონას ოჯახი ამბობს, რომ ბავშვი ნაცემი და გაგუდულია

გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. გოგონა სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახის წევრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსია ავარიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კვალი არ არსებობს. მათი თქმით, ბავშვი არის ჯერ ნაცემი, ხოლო შემდეგ გაგუდული.

"არაფერი ვიცი ჯერ, ეხლა მეტყვიან პირველი, რაც არის სათქმელი და მერე მოგახსენებთ. ვერსიები არის. იმედია ვიპოვით,"-აცხადებს მოკლული ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი.

მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს თავში ბლაგვი საგანიც აქვს ჩარტყმული. „უგოლნიკი აქვს ჩარტყმული. პოლიცია ამბობს, რომ ნაცნობია ეტყობაო იმიტომ, რომ ეს ადგილები იცოდაო,“-ამბობს ოჯახის ახლობელი.

შსს-ს განცხადებით გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული.  დაკავებული პირი იმ საცხოვრებელ სახლში მუშად მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები