1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულის ტელეფონში ბავშვის ფოტოები იპოვეს - დაკავებული სავარაუდოდ, მოზარდს უთვალთვალებდა

ჩამოტვირთვა

რა გახდა 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია - ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იმ ადგილას დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში, სადაც დაკავებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლული ბავშვისაა. 

ამ დროისათვის, ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ფსიქიური პრობლემები აქვს. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ პოლიციამ დაკავებულის კუთვნილ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მკვლელობამდე ის 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა. 

მკვლელობა კი არაოფიციალური ვერსიით, მოხდა სახლის სარდაფში, სადაც სისხლის კვალი რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი. 

„დილით მოდიოდნენ მუშები და საღამოს მიდიოდნენ. მაგას ამბობენ, რომ სისხლის აღმოჩენილა სარდაფში. კედელზეც და ძირსაც. ეს ბინები გაჩხრიკეს,“-ამბობს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მას მკვლელობის დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სავარაუდოდ, შს სამინისტროში განცხადება კიდევ გაკეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები