1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩემი შვილი არის უდანაშაულო, მე მკვლელი არ გამიზრდია.. ბავშვი დამარხა და ქალის გვამს ვერ მიეკარა?"

ჩამოტვირთვა

მცხეთის პოლიციაში, საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს მეორე მწყემსიც, რომელიც ხადას ხეობაში, მალხაზ კობაურთან ერთად იმყოფებოდა.

20 წლის ახალგაზრდას გამოძიება სმიტების ოჯახის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა გამოძიების ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებულის ოჯახი. მწყემსის, მალხაზ კობაურისდედა ფიქრობს, რომ მის შვილს სხვის ჩადენილ დანაშაულზე უწევს პასუხისგება.

„ერთი ეს ვიცი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ვიღაც უდგია უკან.ვიცი რაც არის ჩემი შვილი და ვიცი, რომ მე მკვლელი შვილი არ მყავს გაზრდილი. უწლოვანიბავშვი აიყვანა და ის დამარხა, რატომ ითხოვა დახმარება, რომ დედის გვამს ვერ მიეკარა? თუ მაგის გაკეთებულია, მიიყვანდა და იმ დედასაც დამარხავდა. ეგ არის ვიღაცის გაკეთებული და ჩემს შვილს მიაბერტყეს ხელი“-ამბობს მარიამ მარტიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები