1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და მიიმალა" -თეთრიწყაროშო მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრწყაროში მომხდარი მკვლეობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი  პირი დააკავეს.

"შსს-მ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მცხოვრები ბრალდებული იმყოფებოდა სტუმრად თანასოფლელ, 1940 წელს დაბადებულ პ.ც.-სთან, რომელთანაც სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.ვ.-მ მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები