2 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქობულეთში 40 წლის ქალი დეიდაშვილის შვილმა სხვა პირებთან ერთად გააუპატიურა

ქობულეთის რაიონის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრი 40 წლის ქალი სავარაუდოდ თავისმა დეიდაშვილის შვილმა რამდენიმე სხვა პირთან ერთად გააუპატიურა. ქალი ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს.

“რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. უთქვამს, რომ სახლიდან გასვლამდე ტელეფონზე ვიღაც ბიჭი გაეცნო და გარეთ გასვლა სთხოვა. „უცნობი ბიჭი“ მისი დეიდაშვილის შვილი აღმოჩნდა, რომელიც დაზარალებულთან სოფელში ტაქსით ასულა. სავარაუდოდ, დამნაშავემ მანქანით ქალი ქობულეთში, ერთ-ერთ საზაფხულო კოტეჯში მიიყვანა.


ნათესავს დანაშაულის აღიარებამ მას შემდეგ მოუწია, როცა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ თურმე, ქალის ოჯახთან ახლოს გაჩერებული ტაქსი დაინახა და მანქანის ნომერიც ახსოვდა. ამის შემდეგ, ქალის დეიდაშვილის შვილმა აღიარა, რომ მასთან ერთად ქალი რამდენიმე სხვა მამაკაცმაც გააუპატიურა. ეს ინფორმაცია ნათესავებს თავად ტაქსის მძღოლმაც დაუდასტურა”, – წერს გამოცემა.


ოჯახმა, ახლობლების გადაწყვეტილებით, მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა მოსთხოვა. 26 წლის მამაკაცმა ამაზე უარი განაცხადა და სწორედ ამის შემდეგ შევიდა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ქობულეთის პოლიციაში.


ცნობილია, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება უკვე დაწყებულია, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო : 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები