2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საბერძნეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, საბერძნეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სპეცოპერაცია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განახორციელეს.

„უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით)“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

http://www.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები