0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის ახლობლებმა მოკლეს

ჩამოტვირთვა

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 19 წლის დავით ხარაზიშვილი, რომელსაც ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნებოდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი შეყვარებულის, 15 წლის გოგონას ახლობლებმა ცივი იარაღით დაჭრეს.
გარდაცვლილის მეგობრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან სწორედ შეყვარებულის დახმარებით გამოიყვანეს, სადაც ბიჭს გოგონას მამა, ბაბუა და ძმა გაუსწორდნენ.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ უკვე დააკავა 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.
შემთხვევა 15 დეკემბერს მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები