0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - დაღუპულია 50-მდე ადამიანი

ჩამოტვირთვა

საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ქალაქ Mati-ს ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ dailymail-ი წერს. მსხვერპლის უმრავლესობა სახლებში და ავტომანქანებში იპოვეს.

მანამდე ბერძნული მედაკომპანია ERT-მა 24 დაღუპულისა და 69 დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ კიდევ 26 ადამიანის ცხედარი მაშველებმა ქალაქ რაფინის სიახლოვეს აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერის მოადგილე ადასტურებს.

საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი.

საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა და ხანძართან საბრძოლველად დახმარება სთხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები