0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომპანია "ზეგ" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ზეგი", სადაც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა განცხადებას ავრცელებს:

 

"GitHub”-ი წარმოადგენს ღია, საჯარო პლატფორმას, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 65 მილიონზე მეტი დეველოპერი სარგებლობს. პლატფორმაზე პროგრამისტები საკუთარ ნამუშევარს, პროგრამებს (კოდებს/სკრიპტებს) განათავსებენ, რომლებიც ატვირთვის შემდგომ ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება უფასოდ. გამომწერებს (followers) შეუძლიათ ისარგებლონ ატვირთული პროგრამებით, გახდნენ კონტრიბუტორები (შეცვალონ/დააშენონ/მიამატონ პროგრამები) საკუთარი საჭიროების მიხედვით და გაუზიარონ აღნიშნული პროგრამები თავიანთ გამომწერებს.

“11-კაციანი გუნდი”, რაზეც გადაცემებში აპელირებდნენ, წარმოადგენს 11 უცხო ადამიანს, რომლებმაც ნიკოლოზ გეჯაძის მიერ დაწერილი კოდით ისარგებლეს და/ან მოდიფიკაცია გაუკეთეს საკუთარი საჭიროების მიხედვით. ნახსენები პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ შაბლონს (framework), რომელიც სხვა დეველოპერებს უმარტივებს სამუშაოს, რადგან სტანდარტიზაციას უკეთებს პროგრამის წერის მეთოდებს. აღნიშნული პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე, და მაგალითად “Facebook”-სგან განსხვავებით, სადაც მეგობრებს და ნაცნობ ადამიანებს ვიმატებთ, “GitHub”-ზე გამომწერები (followers) შეიძლება იყვნენ სრულიად უცნობი ადამიანები, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ღიმილისმომგვრელია ზემოაღნიშნულის გუნდურ საქმიანობად მოხსენიება, ხოლო ღია პლატფორმაზე, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა, დანაშაულებრივი მიზნებისთვის საქმიანობაზე აპელირება უბრალოდ აბსურდია. იმავე წარმატებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მაგალითად “Facebook”-ზე ან “LinkedIn”-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლები წარმოადგენენ თავიანთი მეგობრებისა თუ გამომწერების მენეჯერებს და გუნდურად მისდევენ დანაშაულებრივ საქმიანობას.

ასევე, რეალობისგან ძალიან შორს არის “ჟურნალისტურ” გამოძიებაში მიწვეული “ექსპერტის”, გიორგი ქართველიშვილის მოსაზრებები, რომლებზეც კომენტარის გაკეთება უბრალოდ უხერხულია. აღნიშნული პიროვნება ირწმუნება, რომ ექსპერტია, თუმცა მისი ცოდნა პროგრამირების მიმართულებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეზღუდულია, რასაც მისივე საკმაოდ ხარვეზებიანი ვორდპრესის მზა შაბლონზე (Wordpress template) აწყობილი ვებგვერდი მოწმობს. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი პროექტების ჩამონათვალში არსებული რუსული კომპანია “ბელროსსტროი” (БЕЛРОССТРОЙ) მის მიერ შეძენილი შაბლონის ნაწილია, რომელიც სხვისი პროექტების დაკოპირებისას შემთხვევით გადმოყვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მის მიერ ნიკოლოზ გეჯაძის “GitHub”-ზე რუსი თუ უკრაინელი გამომწერებით (followers) აპელირება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

ზემოაღნიშნული ბრალდება ფაქტობრივად წინა ბრალდებების გაგრძელებაა, რომელიც „ტროლებისა და ბოტების“ ქარხანას, რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ამერიკულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას, ბავშვთა პორნოგრაფიას, თანამშრომელთა მიერ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბულინგს შეეხებოდა. ეს უკანასკნელი ბრალდება, 13 ივნისის გადაცემაში სრულიად შეიცვალა და ამჯერად “ზეგ”-ის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა ზედმეტი განებივრებით, მათთვის საჩუქრების გადაცემით, უცხოეთში დასვენებით, სახლებისა და მანქანების ჩუქებით ჩანაცვლდა.

ტელევიზიებისა თუ სხვა დაინტერესებული აქტორების მიერ მორიგი შოუს დასადგმელად გადაცემებში შპს “ზეგ”-ის თანამშრომლების არაერთი მიწვევის მიუხედავად (ვითომდა ტექნიკური საკითხების გასარკვევად და თავის გასამართლებლად), კომპანია არ აპირებს გახდეს ამ ფარსის მონაწილე და სრულ თავისუფლებას ანიჭებს მათ ფანტაზიების გავრცობაში, ახალი ცილისწამებების შეთხზვასა და სხვა რეიტინგის ასამაღლებლად მიმართულ მოქმედებებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები