0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა…მაღალი სიჩქარით გამოიარა მანქანამ… უკანა სავარძელზე პოლიციის ქურთუკი იყო გადაკიდებული – სანაია ბაჩალიაშვილის საქმეზე

 

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ჟურნალისტი ვახო სანაია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას, ორ მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს. ერთი მათგანი არასრულწლოვანის ინტერვიუს ეხება, მეორე კი გზაზე მდებარე კამერას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის მარშრუტი უნდა გადაეღო.

ამბობს, რომ სოფელში, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ჩაწერა არასრულწლოვანი, რომელიც ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების შემდეგ სოფელში დაინახა. მისივე თქმით, ამ არასრულწლოვანის გარდა იგივე ინფორმაციას კიდევ 2 ბავშვი უდასტურებდა. 

ჩაწერილი მასალა მივიტანე მისი ოჯახის წევრთან და მოვიპოვე თანხმობა, რომ ეთერში გასულიყო. ეთერში გაშვებამდე დაახლოებით 3-ჯერ ვესაუბრეთ ამ არასრულწლოვანის ოჯახს და სამივეჯერ მივიღეთ თანხმობა, მაგრამ, როგორც კი გავიდა მასალა ეთერში, ამ გოგონამ აღელვებულმა დაგვირეკა და მასალის წაშლა გვთხოვა, მიზეზი არ უთქვამს, მივხვდი, რომ მარტო არ იყო, როდესაც გვესაუბრებოდა”, – თქვა სანაიამ.

ადვოკატების თქმით, არასრულწლოვანმა გამოკითხვაზე ეს ინფორმაცია უარყო.  

სანაიას თქმით, ამის შემდეგ გოგონასთან კავშირი შეწყდა, რის გამოც, სარედაქციო ჯგუფი, არასრულწლოვანთან სოფელში ჩავიდა. სოფელ გოლთეთამდე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, არის ერთი სოფელი, სადაც გაჩერდნენ გამგეობის შენობის წინ, სადაც კამერა იყო ჩართული. როგორც სანაია ამბობს, კამერის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულთანაც გადაამოწმა, რომელმაც უთხრა, რომ დღის განმავლობაში კამერა მუშაობდა. შემდეგ კი უარყო. საუბარია, წინწყაროს კამერაზე. სანაია ამბობს, რომ ამ კამერის გადასაღებად შემდეგ სპეციალურად ჩავიდნენ:

“ჩვენ თვალწინ გაითიშა კამერა, დამადასტურებლად ტელეფონით ვიღებდით, გამოიარა ძალიან მაღალი სიჩქარით მანქანამ, რომელმაც ფანჯარა ჩამოწია, შემოგვხედა, წავიდა ერთი შეცდომა მოუვიდა, თავისი პოლიციის ქურთუკი გადაკიდებული ჰქონდა მანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც ჩვენმა ოპერატორმა დააფიქსირა”, – თქვა სანაიამ. 

ადვოკატის თქმით, კი ამ კამერის ჩანაწერები მოითხოვეს, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების

კომენტარები

მსგავსი სიახლეები