0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა.

გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

 

პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

უწყების ცნობით, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები