0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ სახლიდან გაუსვლელად დაეუფლო ახალ პროფესიებს და მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და  ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს 9 მიმართულებით.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია - ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 650 უფროსკლასელი დაეუფლება.

„თიბისის ინიციატივით შექმნილი ტექნოლოგიური განათლების კურსები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სამთვიანი დინამიური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კი უკვე თავად შეძლებენ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. კურსები თავდაპირველად სამი მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ტექნოლოგიების მიმართ ახალი თაობის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსების არჩევანი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადეთ. შედეგად, შემოდგომიდან, უფროსკლასელებს, ტექ მიმართულების უკვე 9 კურსს ვთავაზობთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები