0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიჟიტ მაკრონისა და მელანია ტრამპის საინაუგურაციო ჩაცმულობის ომი - და მაინც, ვინ ვის მიბაძა?

    მოდის კრიტიკოსებმა ბრიჯიტ მაკრონის და მელანია ტრამპის საინაუგურაციო ჩაცმულობა ერთმანეთს შეადარეს  - მოდურ ომში  მელანიამ გაიმარჯვა

 

   გუშინ ემანუელ მაკრონი ოფიციალურად გახდა სარანგეთის პრეზიდენტი.  ინაუგურაციის დღეს პრესის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი აღმოჩნდა, არამედ მისი  64 წლის მეუღლე ბრიჯიტიც.  ოფიციალურ ცერემონიალზე პირველი ლედი Louis Vuitton-ის ცისფერ ქვედაბოლოსა და კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  საინაუგურაციო დღეს, მელანია ტრამპის ჩაცმულობასთან გააიგივეს   .

 

 მართალია,  სტილში იკვეთება განსხვავებებიც, ვინაიდან მელანიას ჩაცმულობა უფრო მეტად  ხაზს უსვამდა ქალურობას და სინაზეს,  რასაც ვერ ვიტყვით  ბრიჯიტზე.. ინაუგურაციის დღეს მან  უფრო მეტად საქმიანი   ქალის იმიჯი მოირგო.

 

  მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოდის კრიტიკოსებმა მელანიას ჩაცმულობა დადებითად შეაფასეს, უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ ბრიჯიტისაგან,  ვინაიდან მას საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად თვლიან.. საბოლოო ჯამში, კრიტიკოსებმა ცათვალეს, რომ  საფრანგეთის პირველმა ლედიმ ამ  მოდურ ომში ნამდვილად წააგო,  საქმე არც ასაკში იყო და არც გარენულ მონაცემებში, კრიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ინაუგურაციაზე ბრიჯიტის ჩაცმულობა იყო ერთი ერთში მცდელობა იმისა, რომ მელანიას წარმატებული დებიუტი გაემეორებინა

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები