0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაყიდვების 85%-იანი ზრდა და ამბიციური პროექტები - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ წლის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა

 

2023 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ვოლვო ქარ კავკასიის“ გაყიდვებიმნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიამ, რომელიც ოთხ ქვეყანაში ოპერირებს, პირველი ექვსი თვე წარმატებით დახურა და საერთო ჯამში, ოთხივე სადილეროში ერთად, 85%-იანი ზრდა აჩვენა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია და ის 139%-ს შეადგენს. 129%-ია აზერბაიჯანში, 53% - სომხეთში და 17% - უზბეკეთში. მიმდინარე წლის ეს მონაცემები, რომლებიც იანვრიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, გასული სრული წლის მაჩვენებლებს აჭარბებს. 

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: „ორი ახალი შოურუმის ინტენსიური მშენებლობა და ახალი პარტნიორები აზერბაიჯანში წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი მოვლენებია. მოხარულები ვართ, რომ „ვოლვო ქარ კავკასიის“ ბაქოს სადილეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს წარმატებულ გაყიდვებში. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გამოვყოფდი უზბეკეთს, სადაც ავტომობილებზე შემცირებული გადასახადების გათვალისწინებით, უსაფრთხოებით გამორჩეულ ვოლვოზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. 

გაყიდვებს კიდევ უფრო ამარტივებს ჩვენი ციფრული მაღაზიები, რომლებიც რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს. შედეგად მომხმარებელს ჩვენი ვებგვერდისსაშუალებით ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა მისთვის მოსახერხებელი გარემოდან შეუძლია. ცხადია, ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ touch&feel და, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების მიღება დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი,ტესტდრაივზე წინასწარ ჩაწერით“. 

„ვოლვოს“ სამოდელო რიგში გაყიდვების ლიდერია საოჯახო SUV XC90 - შვიდადგილიანი კროსოვერი. მეორე ადგილს ინაწილებენ XC60 და XC40, რომლებიც საშუალო ზომის SUV-ებია. ვოლვოს მოდელების უმრავლესობას ორი ვერსია აქვს - შიგაწვისძრავიანი და Plug-in ჰიბრიდი. მაგალითად, XC90 Plug-in ჰიბრიდს აქვს ორი ძრავა და როდესაც ელექტროძრავა სრულად დამუხტულია, მას 75 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ამის შემდეგ ავტომობილი შიგაწვის ძრავაზე გადაერთვება და გზას შეუფერხებლად განაგრძობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Plug-in ჰიბრიდები ეკომეგობრული მოდელებია სათადარიგო გეგმით.

ამასთანავე, ვოლვოს თითოეული მოდელი შვედური ბრენდისათვის დამახასიათებელი კომფორტით, უსაფრთხოების უმაღლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინითგამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლვოსახალ მოდელებში უკვე Google-ის სისტემებია ჩაშენებული, რაც ავტომობილის ეკრანს, ფაქტობრივად, სმარტფონად აქცევს.

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: „ვოლვო ყოველწლიურად აუმჯობესებს თავისივეწარმოებული ავტომობილების შესაძლებლობებს. ფუნქციონალი უფრო მრავალფეროვანია, სალონში გამოყენებული მასალა კი - ეკომეგობრული. ამასთანავე, ვოლვოს მომხმარებლისათვის უკვე კარგად არის ცნობილი ბრენდის სტრატეგია, რომ 2030-ში მისი წარმოება სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. ამ მიზნის მისაღწევად შვედური ავტოგიგანტი,ელექტრომოდელების წარმოებასთან ერთად,  ელექტრომობილების შესაძლებლობებსაცაფართოებს. კავკასიის რეგიონში ვოლვოს ელექტრომოდელებს, რა თქმა უნდა,„ვოლვო ქარ კავკასია“ წარადგენს. წელს პირველად გვეყოლება SUV C40 და XC40 მოდელები. ვოლვო C40-ს სრულად დამუხტული ძრავით 550კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო მისი აჩქარება (0-იდან 100კმ/სთ) 4.7 წმ-ია“.

ამბიციურ გეგმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაასრულებს „ვოლვო ქარ კავკასია“ და მომხმარებელს უახლეს ელექტრომოდელებს VRE  (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმებში წარუდგენს. მშენებლობა თბილისსა და ბაქოშიმიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელს მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ავტომობილის შერჩევის, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდება და მთლიანადმომხმარებლის მოთხოვნაზე იქნება მორგებული. 

--

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანიაპრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზეავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“უზრუნველყოფს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები