0 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბორჯომის მუნიციპალიტეტს Renault Trucks-ის სპეცტექნიკა ემსახურება

„თეგეტა ჰოლდინგი“, დედაქალაქთან ერთად, რეგიონების კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს Renault Trucks-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა. ნაგავმზიდები, ამწეკალათები და ერთი ერთეული თვითმცლელი - ფრანგული ბრენდის კომერციული ტექნიკა დაბა ბაკურიანს მოემსახურება. 

 

გიორგი ბაინდურაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი: „მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის ავტოპარკს ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ბრენდის, ფრანგული Renault Trucks-ის უახლესი მოდელები შეემატა. ჩვენი კომერციული ტექნიკა მაღალი გამავლობისაა, ძნელად მისადგომ რელიეფსა და რთულ კლიმატურ პირობებზე გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ განვითარებას“.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. გამარჯვებული „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია გახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი „თეგეტამ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ტექნიკა მიაწოდა.

 

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს - Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG, Renault Trucks და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები