0 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანში უცნობმა პირმა 12 წლის მოზარდი დაჭრა

გლდანში უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. როგორც 1tv.ge წერს, შემთხვევა მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.დანაშაული ორი დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები