0 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურიაში ოთხი ძროხის მოპარვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გურიაში ოთხი ძროხის მოპარვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსხვილფეხა პირუტყვის ჯგუფურად ქურდობის ფაქტებზე ორი პირი – 1976 წელს დაბადებული კ.მ. და 1981 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი ოთხი ძროხა მოიპარეს და გაყიდეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები