0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ტაქსის მძღოლი მგზავრის გაუპატიურების, ცემისა და გაძარცვის ბრადებით დააკავეს

თბილისში ტაქსის მძღოლი მგზავრის გაუპატიურების, ცემისა და გაძარცვის ბრადებით დააკავეს. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა გოგოზე იძალადა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა. დაზარალებული საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, (ცემა)137-ე მუხლის I ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით (ძარცვა) მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები