2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შემთხვევის ადგილზე მაკრატელი სასწრაფოს დარჩა"- პროკურატურა ხორავას ქუჩაზე ამოღებულ ნივთმტკიცებებს ასაჯაროებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ფოტო-მასალა გაავრცელა, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი.

უწყებაში საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. როგორც შოთაძის უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თავს ვალდებულად თვლიან, იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია განმარტებები გააკეთონ.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მოზარდების მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებათა შორის არის ერთი სამედიცინო მაკრატელი, რომელიც უწყების მტკიცებით, ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს ეკუთვნოდა.

„ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამის დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის  მოწმეთა დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან საგნის არსებობა არ დგინდება,“-განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამოღებულია ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები, რომელთა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას საშუალება მისცა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები