0 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ნიკა ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში, ვეღარ მოვასწარი…“ – ნათელაშვილი მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ერთადაა.  როგორც ნიკა მელია წერს, შალვა ნათელაშვილს ფოტოს გადაღება თავად სთხოვა.

„სახლში რაღაცა ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება“ – წერს ნიკა მელია.

ფოტოს  შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დროს ნათელაშვილს ნიკა მელიას „ლეიბორისტულ პარტიაში“ მიყვანა სურდა, თუმცა არ გამოუვიდა.

„მახსოვს. ნიკა უწესიერსი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში. ვეღარ მოვასწარი. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები