0 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მთავარია დღის ბოლომდე სტამბულის აეროპორტში ჩაწერილი, თქვენი ვიდეო არ დადოს რომელიმე ემიგრანტმა, ბატონ ბიძინას ცუდი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ"

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავს და წერს:
"ბატონო არჩილ, აბა, ჟურნალისტებმა მოიტყუესო. ეს თქვენ არ ხართ? მთავარია დღის ბოლომდე სტამბულის აეროპორტში ჩაწერილი, თქვენი ვიდეო არ დადოს რომელიმე ემიგრანტმა, ბატონ ბიძინას ცუდი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ"
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ “მთავარი” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში თალაკვაძისა და კალაძის ფოტოები გავრცელდა, რომელიც თვითმფრინავში, აღნიშნულ რეისზე იყო გადაღებლი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები