0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა

 

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა.

DATA BOOTCAMP-ის  მონაწილეებმა 7 დღის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. შემაჯამებელ დემო დღეზე, კი მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

თიბისიმ, მონაწილეებს შორის, ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების კურსებს გაივლიან.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, DATA BOOTCAMP-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

DATA BOOTCAMP-ი, გურჯაანსა და ზუგდიდში ჩატარების შემდეგ, ბათუმსა და თბილისშიც გაიმართება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები