0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

27 სექტემბერს თიბისიმ ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. თიბისის ტექ ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • რატომ არის ლიდერობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის და ლიდერის ზემოქმედება გარემოს ჩამოყალიბებაზე;
  • რას ნიშნავს იყო ლიდერი, ლიდერობის სტილები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს;
  • გუნდების ავტონომია (თვითორგანიზებულობა) და ლიდერის როლი თიბისიში;
  • როგორი ლიდერები გვჭირდება ორგანიზაციაში და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი;

„Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით.“- ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.

თიბისიმ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები