1 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარკოზი დომინიკ სტროს-კანს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ჩამოტვირთვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს დომინიკ სტროს-კანს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ფრანგული მედიის ცნობით სარკოზის გაღიზიანება სტროს-კანის იმ ბრალდებამ გამოიწვია, სადაც სავალუტო ფონდის ყოფილმა დირექტორმა საფრანგეთის პრეზიდენტი მის წინააღმდეგ სექსუალური სკანდალის აგორებაში დაადანაშაულა, რამაც სტროს-კანის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაუსვა. სარკოზი მიიჩნევს, რომ დომინიკ სტროს-კანის ეს ბრალდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მისი პოზიციების შესუსტებას ემსახურება. სტროს-კანი სარკოზის კონკურენტის ფრანსუა ოლანდის მომხრეა. მის წინააღმდეგ აგორებულ სექსუალურ სკანდალამდე კი სტროს-კანი საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები