1 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება

ჩამოტვირთვა

საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამჯერად ამომრჩეველს საკუთარი გეგმა იმასთან დაკავშირებით წარუდგინეს, როგორ აპირებენ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ მისი კონკურენტის -ოლანდის პროგრამა გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროზონაში ფინანსური კრიზისის პირობებში სახელმწიფო ხარჯების გაზრდით საფრანგეთი უდიდეს ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის. "ჩემი სტრატეგია მარტივია. ჩვენ ხარჯებს შევამცირებთ",- განაცხადა სარკოზიმ. საპირისპირო განცხადებით, გამოდის ფრანსუა ოლანდი. სოციალისტების ლიდერი ყურადღებას სოციალურ პროგრამებზე ამახვილებს. გამოსვლისას მან მარი ლე პენს მხარდაჭერაც სთხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები