0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ბრიფინგი

ჩამოტვირთვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახური ადასტურებს, რომ  ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. 

  როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან. რაც შეეხება  დანარჩენს პირებს მათ თან მაიდენტიფიცირებული დოკუმენტაცია არ ჰქონიათ.

"ამერიკელი ექსპერტების დახმარებით, დნმ-ის ასევე თითის ანაბეჭდებით და დაქტილოსკოპიური კვლევით, დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთ ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. 

  აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა"-განაცხადა ნინო გიორგობიანმა 

 შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი.

ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები