0 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! "

  ზაზა ფაჩულიამ სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა:
  "ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. 
   ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. 
   მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.
მადლობა"
 შეგახსენებთ, რომ საკართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები