0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო” - ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებზე

   „პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო. დღეს 6 ოქტომბერია. დარჩა 4 დღე”-   ამის შესახებ  ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა  „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ  ინტერვიუში განაცხადა.

 ბუკიკიოს თქმით, „პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო კონსენსუსი რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა“.

  „პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო. დღეს 6 ოქტომბერია. დარჩა 4 დღე. არ ვიცი, რა მოხდება. არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან უმრავლესობის გეგმები როგორია. ასე ვიტყოდი - სასწაული შეიძლება მოხდეს. ჩემი პოზიცია ასეთია, საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას. ისევ და ისევ, რომ ყოფილიყო შესაძლებელი ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, მაშინ გაცილებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაცილებით კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ.

 მისივე თქმით, ვენეციის კომისიისთვის ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია. 

 „ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის მიღწევა ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ კონსტიტუცია აღსრულდეს, ქართველები უნდა ამაყობდნენ და აღიარებდნენ კონსტიტუციას. ჩვენ, ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და პოლიტიკურ ძალებზეა სიტუაციის გაუმჯობესება. საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს მოსაზრება, რომ კონსენსუსის დეფიციტი იყო, როდესაც საქმე კონსტიტუციის ფართო მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა“, - განაცხადა ბუკიკიომ. 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები