0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება

ჩამოტვირთვა

აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის. 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ცეცხლის კერა აბასთუმანში არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო ბორჯომის ხეობაში და ხანძრის ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. 
"გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ და შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა. როგორც ვიცი,თვითმფრინავი გზაშია და სულ ახლო მომავალში შემოვა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს არამარტო ამ დახმარებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ წინა პერიოდშიც გამოვიყენეთ მათი ავიაცია. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები