0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რობერტ პეტინსონი მუსიკალური ალბომის გამოშვებას გეგმავს

ჩამოტვირთვა

ცნობილი ამერიკული ტრილოგიის, „ბინდის“, გმირი, რობერტ პეტინსონი, მუსიკალური ალბომის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ვებ-გვერდი „contacmusic“-ი იუწყება. თინეიჯერების კუმირი, პეტინსონი, საკუთარი მუსიკალური გატაცების შესახებ ხშირად საუბრობს ხოლმე. მისი განცხადებით, მსახიობს გული წყდება, რომ ხშირი გადაღებების გამო მუსიკასთან ნაკლები კონტაქტი აქვს. როგორც ჩანს, 24 წლის მსახიობმა, რომელსაც ამ ეტაპზე გადაღებებზე სიარული არ უწევს, გადაწყვიტა, თავისუფალი დრო სიმღერების ჩაწერას დაუთმოს. თუმცა მსახიობს მოუწევს, მალე დაუბრუნდეს სამსახიობო კარიერას. ოქტომბრის ბოლოსთვის, „ბინდის“ ბოლო ნაწილის პრომო–აქციები იგეგმება, სადაც მონაწილეობას ფილმის მთავარი გმირიც იღებს. ფილმის პრემიერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18 ნოემბერს შედგება. აღსანიშნავია, რომ პეტინსონის მუსიკალურ კარიერაში, 2008 წელს ჩაწერილი ორი სიმღერაც ირიცხება. სიმღერები, სახელწოდებით „არასოდეს იფიქრო“ და „ნება მომეცი, აღვნიშნო“, „ბინდის“ პირველი ნაწილის საუნდტრეკებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები