0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ეს ყო­ფი­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა, როცა სუნ­თქვა აღარ შე­გიძ­ლია... ახლა და­ი­წყო პოს­ტკო­ვი­დუ­რი დარ­ტყმე­ბი" - მაკა რაზმაძე

ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე სოციალურ ქსელში წერს კოვიდის შემდგომ სიმპტომებზე, რომელიც თავად კოვიდზე უფრო რთულად გადააქვს:

"მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩემი ამ­ბა­ვი! ეს ყო­ფი­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა, როცა სუნ­თქვა აღარ შე­გიძ­ლია, ბო­ლომ­დე ვერ ახერ­ხებ ჩა­სუნ­თქვას და ამო­სუნ­თქვას... ჩემი ფე­ხით მივ­ვარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იქ და­ი­წყო, რაც და­ი­წყო - აღ­მო­მაჩ­ნდა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ესე იგი აღ­მოჩ­ნდა, რომ კო­ვი­დი გა­და­მი­ტა­ნია. არც სიმპტო­მე­ბი, არც სი­ცხე, არც არა­ფე­რი - აი ასე უბ­რა­ლოდ გა­და­მი­ტა­ნია და მორ­ჩა! და სა­მა­გი­ე­როდ, ახლა და­ი­წყო პოს­ტკო­ვი­დუ­რი დარ­ტყმე­ბი.

სამ­ჯერ გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და სა­ბედ­ნი­ე­როდ უარ­ყო­ფი­თია, თუმ­ცა პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მე­ბი არა­ნაკ­ლებ 

სა­ში­ნე­ლე­ბა ყო­ფი­ლა...

ჩვე­ნი ექი­მე­ბი არი­ან გმი­რე­ბი! ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი, რა­საც მე ამ დღე­ებ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ვუ­ყუ­რე და სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დე, ახლა სახ­ლში ვარ, შე­და­რე­ბით უკეთ და გული მად­ლი­ე­რე­ბით მაქვს სავ­სე, მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა რო­გო­რი ოქ­როა ნინო ნა­დი­რა­ძე. ნა­ხეთ ის სამ­სა­ხურ­ში, ნა­ხეთ რო­გორ ეფე­რე­ბი­ან ის და მისი ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტებს, რო­გო­რი თავ­გან­წირ­ვით ებ­რძვი­ან კო­ვიდს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად და აღა­რას­დროს გა­გახ­სენ­დე­ბათ სხვა არა­ფე­რი ნი­ნოს ხსე­ნე­ბი­სას! დიდი მად­ლო­ბა მის კლი­ნი­კას, ეკა­ტე­რი­ნე ხა­ჩი­ძეს, ასე­ვე სხვა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­საც მად­ლო­ბა - გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ქე­მერ­თე­ლი­ძე, დიდი მად­ლო­ბა, რომ ასე გა­დამ­ყე­ვით და ასე ზრუ­ნავთ და ეფე­რე­ბით ყვე­ლა ავად­მყოფს!

ამ დღე­ებ­ში ბევ­რი სი­კე­თე და­მა­ნა­ხა ჩემ­მა პოს­ტკო­ვი­დურ­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა და არ შე­მეძ­ლო ეს არ მეთ­ქვა! და ყვე­ლა­ზე მთავ­რი - ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით, ხალ­ხო! არც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ კო­ვი­დი მქონ­და, ისე მო­ვი­ხა­დე და ახ­ლაც გული მის­კდე­ბა ში­შის­გან, რომ წარ­მო­ვიდ­გენ, ვინ­მე ჩემს გამო რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­ყო! ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით! ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...