0 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დააკავეს მამაკაცი, რომელიც სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა

არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმის გამო გორში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გოგონას სადარბაზოში სექსუალური ხასიათის ძალადობის მიზნით შეჰყვა, მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალის ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება ადვოკატი. ტანია რაზმაძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულს არ იცნობდა და დღის პირველ საათზე, კარგად განათებულ სადარბაზოში გოგონას არა გაუპატიურების, არამედ სამკაულებისა და ტელეფონის წართმევის მიზნით შეჰყვა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, მიმდინარეობს და ისჯება 6 - დან 9 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები