0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში მაღაზია "ორი ნაბიჯი" დააყაჩაღეს

ორი პირი თავს გვიან ღამით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია "ორ ნაბიჯს" დაესხნენ. დაშავებულია ერთი პირი და წაღებულია თანხა. მათ სუპერმარკეტის თანამშრომელს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ალადაშვილი სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელებიდან ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს კი დანა. მათ მაღაზიიდან 400 ლარი წაიღეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები