0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მაგთის" ოფისი გაქურდეს -სავარაუდოდ, ბრალდებულები 14 წლამდე მოზარდები არიან

ჩამოტვირთვა

კიდევ ერთი ძარცვა თბილისში, რომელიც მოზარდებს უკავშირდება. "მაგთის" ოფისის ძარცვაში ბრალდებულები ამჯერად, სავარაუდოდ 14 წლამდე მოზარდები არიან. ეს განცხადება, სოციალურ ქსელში, პრემიერმინისტრის ყოფილი თანაშემწის მინდია ჯანელიძის მეუღლემ ეკა ჯანელიძემ გაავრცელა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ძარცვის შესახებ ინფორმაცია, სწორედ არასრულწლოვნებს უკავშირდება. 

"კურიერის" კორესპოდენტის ინფორმაციით, ოფისი დაზიანებული არ არის. რამდენიმე არასრულწლოვანი ოფისში დღისით შევიდა და სტენდიდან რამდენიმე მობილური ტელეფონი წაიღეს.  

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავად კომპანია "მაგთის" წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. კონკრეტული ოფისის მენეჯერი კი, ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები