0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"წამებით მოკლული კვარაცხელიას დაკრძალვაზე თანაშემწე გაგზავნა" - გიორგი კაპანაძე იმაზე, თუ რატომ არის ზურაბიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებელი

"რატომ არის ს. ზურაბიშვილი პრორუსი და კრემლის ინტერესების გამტარებელი... " - ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე წერს:
"რატომ არის ს. ზურაბიშვილი პრორუსი და კრემლის ინტერესების გამტარებელი... 

1. რამდენიმე თვეა, რაც პრეზიდენტად დადეს და უკვე ჟენევის ფორმატის გადახედვას ითხოვს (ისევე როგორც კრემლი).

2. პრეზიდენტის რანგში აცხადებს რომ "სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი" (ისევე როგორც კრემლი). 

3. მხარს არ უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას (ისევე როგორც კრემლი).

4. უარს ამბობს შეიწყალოს ივანიშვილის რეჟიმისა და საპატრიარქოს პრორუსული ნაწილის მიერ ანონიმკებითა და ფარული ჩანაწერებით კომპრომეტირებული დეკანოზი (ეთანხმება ივანიშვილის გამოძიებას).

5. აფხაზეთში განთავსებულ რუსულ ბაზაზე წამებით მოკლული ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე თავისი თანაშემწე გაგზავნა, რათა ამ ფაქტს ნაკლები მნიშვნელობა მინიჭებოდა (რუსეთი არ გავაღიზიანოთ).

6. პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ისევე როგორც კრემლი).

7. ცოცხლებს შორის ყველაზე დიდ დიპლომატად სერგეი ლავროვს მიიჩნევს და ამას საჯაროდ აცხადებს (ოკუპანტებიც ასე ფიქრობენ).

8. პოლიტიკაში მოხვდა და დიპლომატიური კარიერა გაიკეთა საფრანგეთში მცხოვრები გამოკვეთილი პრორუსი ნათესავის დახმარებით.

9. ფორმალურად მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რეალურად და ფარულად კი, სხვა მიმართულებით მოძრაობს (ისევე როგორც ივანიშვილი). 

10. პირდაპირ და ირიბად დამოკიდებულია იმაზე, ვინც პირდაპირ და ირიბად დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლებაზე - ბ. ივანიშვილზე.
როგორც ერთხელ "იმ ბრძენკაცმა" თქვა, "მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ" - ჩამონათვალი. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები