0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება - სულისშემძვრელი ფოტოები გადამწვარი საბერძნეთიდან

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ხანძრის ზონაში საქართველოს ორ მოქალაქეს ახლობლები ვერ უკავშირდებიან.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშიააღნიშნული, გუშინდელი ღამის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე დამატებით შევიდა ორი ზარი საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებთანაც ამ პირთა ოჯახები ვერ ახერხებენ დაკავშირებას.

„საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ საბერძნეთის შსს-სთან ერთად. დღის 12:00 საათის მდგომარეობით ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰისპიტალიზებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. საელჩო განაგრძობს შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველ საათობრივ მონიტორინგს”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საბერძნეთში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ათენის სიახლოვეს, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.  საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე  +306995779793  შეუძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები