0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ქარიშხალმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

   მოსკოვში 11 ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის შედეგად. სამედიცინო დახმარებისთვის კი საავადმყოფოებს   50-მდე ადამიანმა მიმართა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

 მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა 600 ხე წააქცია.

  ძლიერმა წვიმებმა და ქარმა მოსკოვის ქუჩებში მოძრაობა გაართულა.   ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოულოდნელად დაეცა, ცა კი ღრუბლებით დაიფარა. უეცრად ამოვარდნილი ქარი გლეჯდა ხეებს, სახლების სახურავებს, სარეკლამო ბანერებს. კიროვოგრადის ქუჩაზე ქარმა მიწიდან ავტობუსის გაჩერების კონსტრუქცია ამოგლიჯა და ხალხისკენ გაისროლა. შედეგად რამდენიმე მათგანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები