0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი 146 წლის ასაკში გარდაიცვალა

  ინდონეზიაში მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, 146 წლის ასაკში გარდაიცვალა.

   BBC-ის ცნობით, მბა გხოტო (პაპა გხოტო)  1870 წლის დეკემბერში დაიბადა, თუმცა რადგან ინდონეზიაში ჩანაწერები მხოლოდ 1900 წლიდანაა შემონახული, შესაძლოა შეცდომა იყოს დაშვებული მისი წლოვანების გამოთვლაში.

მსოფლიოში უხუცესი კაცი 12 აპრილს გადაიყვანეს საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 6 დღის შემდეგ ის სახლში გაწერეს, თუმცა მალევე მოუწია ისევ საავადმყოფოში მიბრუნება. მეორე ვიზიტის შემდეგ, ის უკვე ძალიან ცოტას ჭამდა და მცირე დოზით იღებდა წყალს

  გასულ წელს, როცა ჟურნალისტმა კითხა მას, რა იყო მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, მან უპასუხა, რომ საიდუმლო ისეთი ადამიანების გვერდზე დგომაშია, რომელთაც უყვართ და ზრუნავენ მასზე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები